Quiz
ბიოლოგიის ტესტი
Create a free account to finish this quiz
Save your progress and see your final score.
Already have an account? Sign in
Questions in this quiz (15)
1ბარდის ორი ჰომოზიგოტური ფორმის მონოჰიბრიდული შეჯვარებისას II თაობაში მოხდა დათიშვა შეფარდებით:
- A1:2:1
- B3:1
- C9:3:3:1
- D9:3:3
2ყვითელი დანაოჭებულთესლიანი და მწვანე დანაოჭებულთესლიანი მცენარეების შეჯვარებისას მიიღეს 270 ყვითელი ნაოჭიანი და 262 მწვანე ნაოჭიანი თესლი. მშობლების სავარაუდო გენოტიპებია:
- AAabb და aabb
- BAabb და Aabb
- CAაbb და AABb
- DAAbb და Aabb
3ადამიანში ხუჭუჭი თმის გენი დომინანტურია, სწორი თმისა კი - რეცესიული. ხუჭუჭთმიან მამას და სწორთმიან დედას ორი შვილი ჰყავთ. ერთი ხუჭუჭა, მეორე - სწორთმიანი. გამოიცანით მშობლების გენოტიპები.
- Aმამა - AA, დედა - Aa
- Bმამა - Aa, დედა - aa
- Cმამა - Aa, დედა - Aa
- Dმამა - AA, დედა - aa
4ჩამოთვლილთაგან რომელი გენოტიპი აქვს მწვანე და გლუვთესლიან ბარდას, თუ თესლის ყვითელი ფერის განმსაზღვრელი გენია A, მწვანე ფერის განმსაზღვრელი - a, თესლის გლუვი ფორმის განმსაზღვრელი - B, ხოლო დანაოჭებული ფორმის - b.
- AAaBb
- BAABB
- CaaBb
- Daabb
5დაუნის სინდრომი გამოწვეულია:
- Aგენური მუტაციით
- Bკომბინაციური ცვალებადობით
- Cმოდიფიკაციური ცვალებადობით
- Dმუტაციით, რომელიც ქრომოსომათა რიცხვის ცვლილებას განაპირობებს.
6რომელი ჯგუფის სისხლის პლაზმა არ შეიცავს აგლუტინინებს?
- AI
- BII
- CIII
- DIV
7სისხლის რომელი ჯგუფების შემთხვევაში შეიძლება იყოს ადამიანი ჰომოგამეტური?
- Aმხოლოდ I,II,III
- Bმხოლოდ II,III,IV
- Cმხოლოდ II,III
- Dმხოლოდ III,IV
8რომელი ჯგუფის სისხლი შეიძლება ჰქონდეთ შვილებს, თუ მათი ორივე მშობელი ჰეტეროზიგოტურია, მამა II ჯგუფის, დედა კი III ჯგუფის სისხლით?
- Aმხოლოდ I,II,III
- Bმხოლოდ II,III,IV
- Cმხოლოდ I,II,III და IV
- Dმხოლოდ III და IV
9X ქრომოსომაში ლოკალიზებული დომინანტური გენით გამოწვეული დაავადებას, ამ სენით შეპყრობილი მამაკაცისა და ჯანმრთელი ქალის (რომელიც ამ გენის მატარებელი არ არის) ქორწინების შემთხვევაში, მემკვიდრეობით მიიღებს ვაჟიშვილებს:
- A0%
- B25%
- C50%
- D75%
10წერტილოვან გენურ მუტაციებს მიეკუთვნება:
- Aდნმ-ს მოლეკულაში ერთი ან რამდენიმე ნუკლეოტიდური წყვილის შეცვლა (ამოვარდნა ან ჩასმა)
- Bქრომოსომის ნაწილის დაკარგვა
- Cქრომოსომის მონაკვეთის 180 გრადუსით შემობრუნება
- Dარცერთი ზემოთ ჩამოთვლილთაგან
11გენოტიპი არის:
- Aორგანიზმის ყველა გენის ერთობლიობა
- Bორგანიზმის ყველა გენისა და ნიშან-თვისების ერთობლიობა
- Cქრომოსომათა ჰაპლოიდური ნაკრები
- Dარცერთი ზემოთ ჩამოთვლილთაგან
12დიჰეტეროზიგოტი ინდივიდის გენოტოპია:
- AAABB
- BAaBb
- CAABb
- Daabb
13გულისაბას ყვავილის ფერის განმსაზღვრელი ალელური გენებია:

- Aვარდისფერი და თეთრი შეფერილობის განმსაზღვრელი გენები
- Bწითელი და ვარდისფერი შეფერილობის განმსაზღვრელი გენები
- Cწითელი და თეთრი შეფერილობის განმსაზღვრელი გენები
- Dარცერთი ჩამოთვლილთაგან
14ჰემოფილიისა და დალტონიზმის გენი ლოკალიზებულია:
- Aაუტოსომაში
- BX ქრომოსომაში
- CY ქრომოსომაში
- Dერთდროულად X-სა და Y-ში
15გენოტიპის გამოცნობა ფენოტიპის მიხედვით შესაძლებელია, თუ ორგანიზმი:
- Aდომინანტური ჰომოზიგოტია
- Bრეცესიული ჰომოზიგოტია
- Cჰეტეროზიგოტია
- Dარცერთი ჩამოთვლილთაგან
Information
- Description
- can.ge
- Author
- vakokupr
- Language
- English
- Views
- 1,280
- Tags
- Rating
- No ratings yet Rate this quiz